შსს-მ ყალბი საბუთის დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-მ ყალბი საბუთის დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

  შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ქრთამის აღებაში დახმარებასა და ყალბი სამხედრო ბილეთის დამზადებაში ამხილეს და დააკავეს 1961 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე რამიზ გ.

  გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მოქალაქეს ყალბი სამხედრო ბილეთის დამზადებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მობილიზაციისა და აღრიცხვის სამსახურის უფროსისთვის ქრთამის სახით გადასაცემად 1200 აშშ დოლარი მოსთხოვა.


  ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა რამიზ გ. რამდენიმე დღის შემდეგ ბრალდებულის სახით იმ დროს დააკავეს, როცა მან მოქალაქისგან აიღო დარჩენილი 500 აშშ დოლარი და ყალბი სამხედრო ბილეთი გადასცა. სამართალდამცველებმა ყალბი სამხედრო ბილეთი და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

   გამოძიება ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: