ზურაბ აბაშიძე: შეხვედრის მთავარი თემა სოხუმსა და მოსკოვს შორის გაჩენილ პრობლემებს შეეხება!

ზურაბ აბაშიძე: შეხვედრის მთავარი თემა სოხუმსა და მოსკოვს შორის გაჩენილ პრობლემებს შეეხება!

  დღეს პრაღაში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და   რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის  გრიგორი კარასინის შეხვედრა  გაიმართება. შეხვედრის მთავარი თემა ის ახალი ხელშეკრულება იქნება, რომლის გაფორმებას რუსეთი აფხაზეთთან გეგმავს.

  "შეხვედრის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იქნება პრობლემა რაც გაჩნდა ამ ე.წ. ახალი შეთანხმების სახით   სოხუმსა და მოსკოვს შორის. არ ვიცი, რა იქნება პასუხი, მოვისმენთ თუ არა რაღაც ახალს, ან მნიშნელოვანს რუსი კოლეგის მხრიდან.  ყოველ შემთხვევაში ეს მოგვცემს იმის საშუალებას,  რომ არაფორმალური საუბრის შედეგად დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ,"- აცხადებს ზურაბ აბაშიძე "კურიერთან" საუბარში.

  შეგახსენებთ, რომ რუსეთმა აფხაზეთს "ერთიანი ჯარის" შექმნა შესთავაზა. კანონპროექტი, რომელიც აფხაზეთის "პარლამენტში" შევიდა, ითვალისწინებს რუსულ-აფხაზური საჯარისო ნაწილების და მართი მართვის ორგანოების შექმნას. ის ასევე ითვალისწინებს, საერთო სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნას და "საზღვრის" კონტროლის ერთობლივ განხორციელებას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: