დავით ზალკანიანი: ვცდილობთ, გავანეიტრალოთ სიტუაცია და საერთაშორისო თანამეგობრობა ჩავაყენოთ საქმის კურში!

დავით ზალკანიანი: ვცდილობთ, გავანეიტრალოთ სიტუაცია და საერთაშორისო თანამეგობრობა ჩავაყენოთ საქმის კურში!

  "როდესაც არსებობს კომუნიკაციის ეს ფორმატი, ვფიქრობ, რომ აუცილებელია, გამოვიყენოთ",- განცხადება ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა პრემიერის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და   რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის  გრიგორი კარასინის შეხვედრის საკითხზე კომენტირებისას გააკეთა.

  დავით ზალკალიანის თქმით, რუსულ მხარესთან შეხვედრაზე  უარის თქმას, შესაძლოა, კიდევ უფრო დაეჩქარებინა ე.წ. შეთანხმება აფხაზებსა და რუსებს შორის ერთობლივი საჯარისო ნაწილების ფორმირებასთან  დაკავშირებით.

  "რას მოგვიტანდა, თუკი ბოლო წუთს გადაწყვეტდა  ჩვენი ხელისუფლება, რომ არ წასულიყო ბატონი ზურაბი, ხომ არ გამოიწვევდა ეს კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას - ჯერ კიდევ არშეთანხმებული ეს ე.წ. შეთანხმების მოლაპარაკების პროცესი უფრო მეტი ინტენსიურობით წასულიყო.
 
  ამიტომ, ჩვენ ამით ერთგვარად ვცდილობთ, გავანეიტრალოთ სიტუაცია, საერთაშორისო თანამეგობრობა ჩავაყენოთ საქმის კურში, მოვახდინოთ მათი კონსოლიდაცია და რაც შეიძლება მეტი ზეწოლა მოხდეს რუსეთის ფედერაციაზე",-აცხადებს ზალკალიანი.

  შეგახსენებთ, დღეს პრაღაში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და   რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის  გრიგორი კარასინის შეხვედრა  გაიმართება. შეხვედრის მთავარი თემა ის ახალი ხელშეკრულება იქნება, რომლის გაფორმებას რუსეთი აფხაზეთთან გეგმავს. აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა თბილისის დროით 13:00 საათზე იგეგმება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: