ნოდარ ხადური: მმართველი გუნდის ყველა დაპირება გათვალისწინებული იქნება!

ნოდარ ხადური: მმართველი გუნდის ყველა დაპირება გათვალისწინებული იქნება!

  საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტზე დღეს დასკვნით განხილვებს გამართავს.

  ბიუჯეტთან დაკავშირებით დეპუტატების შეკითხვებს ფინანსთა მინისტრი უპასუხებს.

  მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტი დაგეგმილია 3%-იანი დეფიციტის პირობებში. რაც შეეხება პრიორიტეტებს, ხადური განმარტავს, რომ გათვალისწინებული იქნება ყველა ის დაპირება, რაც მმართველ გუნდს ჰქონდა.

  ფინანსთა მინისტრი იმასაც ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ მილიარდ დოლარზე მეტი ვალი, ახალი ვალის აუღებლად გაისტუმრა. ნოდარ ხადური იმასაც ამბობს, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა ყველაზე მაღალია იმ ქვეყნებს შორის, რომელთა ჯგუფში საქართველო შედის.

  "ოპოზიციას რომც არ ეთქვა მხარს არ დავუჭერთო, ეგ ისედაც ვიცოდი. ოპოზიცია არავითარ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერს," - აცხადებს ხადური.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: