Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (5)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
16-10-2014, 12:37
ნანახია: 775

ვასილ მაღლაფერიძე: უმუშევრობასთან ბრძოლა სწორედ ჩინოვნიკური აპარატის შემცირებით უნდა დაიწყოს!

   ყოფილი დეპუტატი ვასილ მაღლაფრიძე ჩინოვნიკების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. სადაც აცხადებს, რომ  მათი დაფინანსება მძიმე ტვირთად აწვება მეწარმეებს. მაღლაფერიძის განცხადებით, უმუშევრობასთან ბრძოლა სწორედ ჩინოვნიკური აპარატის შემცირებით უნდა დაიწყოს.

  "ჩინოვნიკების ხელფასების ზრდამდე აუცილებელია მათი რაოდენობის მაქსიმალურად შემცირება და ოპტიმალურთან დაახლოება. გაბერილი შტატები საბიუჯეტო სფეროში სინამდვილეში არის ქვეყნის განვითარების მუხრუჭი.

  ზედმეტი ჩინოვნიკების დაფინანსება მძიმე ტვირთად აწვებათ მეწარმეებს, რომლებიც ამ ფულით წარმოებას გააფართოებდნენ და რეალურ სამუშაო ადგილებს შექმნიდნენ. 


  სწორედ იმიტომ, რომ უმუშევრობის მაღალი დონეა ქვეყანაში, ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საბიუჯეტო თანხები უყაირათოდ ვხარჯოთ და ამიტომ უმუშევრობასთან ბრძოლის დაწყება აუცილებელია სწორედ ჩინოვნიკური აპარატის დიდი შემცირებით.

  ნამდვილი სამუშაო ადგილების შექმნა შეუძლია მხოლოდ ბიზნესს და ამ დროს გაბერილი შტატები სახელმწიფო უწყებებში ტვირთად აწვება და აფერხებს განვითარების ტემპს", - წერს ვასილ მაღლაფერიძე.