Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
16-10-2014, 18:37
ნანახია: 666

თინა ხიდაშელი: რეზოლუციის რაოდენობა უმცირესობის პოზიციაზეა დამოკიდებული!

   საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" პროექტის საპასუხოდ, პარლამენტში რეზოლუციის არაერთი პროექტი არსებობდეს.


  ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის რეზოლუციების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოზიცია ექნება "ნაციონალურ მოძრაობას".


   "რამდენი რეზოლუცია გვექნება, ეს დამოკიდებულია იმ პოზიციაზე, რა პოზიციას დაიკავებენ ისინი. ის, რომ უმრავლესობა ამ თემას აუცილებლად გამოეხმაურებოდა, ჩემი აზრით, სრულიად ნათელი იყო გუშინაც, როდესაც უსაფრთხოების საბჭოს განცხადება გავრცელდა. ნათელი იყო შესაბამისი მინისტრების და ასევე ჩვენი უმრავლესობის წევრების განცხადებებიც. ამიტომ, ორი რეზოლუცია იქნება თუ ერთი, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პოზიცია ექნება უმცირესობას", - განაცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.