ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ირაკლი ღარიბაშვილი: ქართული მხარე აფხაზი ხალხის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს!

ირაკლი ღარიბაშვილი: ქართული მხარე აფხაზი ხალხის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს!

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი  "ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებით შეშფოთებელია. როგორც პრემირემა აღნიშნა, ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს აფხაზი ხალხის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.

  "ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება, რა თქმა უნდა, ჩემთვის შემაშფოთებელია, ვინაიდან მე პირადად ძალიან მაღელვებს ჩვენი ძმების - აფხაზების, როგორც ამაყი ერის ბედი, რომლის თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის მე ყველაფერს გავაკეთებ.

  არ მინდა დავიჯერო, რომ აფხაზეთის მოსახლეობა და აფხაზი ერი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისა და ე.წ დამოუკიდებლობის მიღწევისთვის. ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთში არაერთგვაროვანი პოზიცია დაფიქსირდა, საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ ამ ტექსტის მიმართ",- განაცხადა პრემიერმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: