Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
17-10-2014, 11:23
ნანახია: 1288

შსს-მ დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

  შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის პირველი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ორჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ოთარ რ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მარნეულში დააკავეს.


  სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას 1700 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 17 გრ კოდეინის შემცველი პრეპარატი "პირალგინი".