ეკა ბესელია: ჩვენ ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ!

ეკა ბესელია: ჩვენ  ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ!

  ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებას რა ფორმით გამოეხმაურება საქართველოს პარლამენტი ეს სავარაუდოდ დღეს გაირკვევა.

  როგორც ცნობილია "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბიუროზე უკვე წარადგინა რეზოლუციის პროექტი, რომლის მიხედვითაც პარლამენტი მოუწოდებს მთავრობას, გააუქმოს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი. ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატზე კი ხელახლა დაისვას ოკუპურებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შემუშავების საკითხი.

  დოკუმენტის შემუშავებას გეგმავს უმრავლესობაც. როგორც აცხადებენ, ხელისუფლებას მოუწევს ქმედითი გადაწყვეტილების მიღება, რომ არ დაიდოს ასეთი ხელშეკრულება. ამ საკითხს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

  "არ შეწყდეს დიალოგის ფორმატი და ეს იყოს შენარჩუნებული, როგორც სივრცე, სადაც უნდა იყოს გამოყენებული ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტი. თავად აფხაზეთში, ჩვენს მოძმე ერში, არ აქვთ მათ ერთგვაროვანი დამოკიდებულებები და არის კრიტიკული მოსაზრებები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვნახოთ, შესაძლებელია ყველაფერი სხვაგვარად განვითრდეს, შეიცვალოს ეს დამოკიდებულება. ჩვენ არ უნდა დავხუროთ ეს სივრცე დიალოგის და უნდა გამოვიყენოთ ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტი." - განაცხადა ეკა ბესელიამ.

  შეგახსენებთ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინი შეხვედრა, პრაღაში, გუშინ, უშედეგოდ დასრულდა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: