Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
17-10-2014, 11:51
ნანახია: 1381

დავით ზურაბიშვილი: ჩვენი პოზიცია მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ!

  "რესპუბლიკური პარტიის" ერთერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი განმარტავს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთთან შექმნილ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია საკმაოდ მკაცრი უნდა იყოს. აღნიშნული განცხადება ზურაბიშვილმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის უშედეგო შეხვედრის შესახებ საუბრისას გააკეთა.

  "ამ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლების, სახელმწიფოს პოზიცია არ შეიძლება არ იყოს საკმაოდ მკაცრი და საკმაოდ მკვეთრი. დარწმუნებული ვარ, იქნება ეს მკვეთრი რეაგირება პარლამენტის დონიდან, პრემიერმინისტრმაც გააკეთა უკვე განცხადება. მაქსიმალური მობილიზება უნდა მოხდეს ყველა რესურსის იმისთვის, რათა ჩვენ ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსიროთ.  ის, რასაც ხელშეკრულება გულისხმობს და რა განზრახვაც რუსეთს აქვს, ეს პრაქტიკულად ანექსიაა ჩვენი ტერიტორიის", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

  შეგახსენებთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის საგანგებო წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა პრაღაში, გუშინ, უშედეგოდ დასრულდა.