Iverioni
«    დეკემბერი 2022    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
ივლისი 2022 (1)
ივნისი 2022 (4)
მაისი 2022 (3)
აპრილი 2022 (3)
17-10-2014, 12:08
ნანახია: 910

თეა წულუკიანი: საქართველო გარკვეულ პერიოდში გახსნის საზღვრებს ვროკავშირის ქვეყნებთან!

 იუსტიციის მინისტი თეა წულუკიანი, რომელიც ბრიუსელში იმყოფება, შეხვდა ევროკომისარ სესილია მალსტრომს, რომელთანაც განიხილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი.


 მინისტრის თქმით, უვიზო მიმოსვლის შესახებ სამოქმედო გეგმის პირველი, მოსამზადებელი ეტაპი რამდენიმე კვირაში დასრულდება, რის შემდეგაც ქვეყანა დოკუმენტის მომდევნო ეტაპზე, უშუალოდ განხორციელების ფაზაზე გადავა.

  "ჩვენ გავიარეთ ბოლო საკითხები, რომელიც უნდა შეეხოს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის წარმატებით დახურვას. ძალიან მალე, რამდენიმე კვირაში ჩვენ შევძლებთ, პირველი ფაზა წარმატებით დავხუროთ და გადავიდეთ იმპლემენტაციის შემდეგ ეტაპზე, რაც დროსთან ერთად საქართველოს მისცემს საშუალებას, გახსნას საზღვრები ევროკავშირის ქვეყნებთან", – განაცხადა წულუკიანმა.