Iverioni
«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
აპრილი 2020 (3)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
17-10-2014, 13:51
ნანახია: 881

პიტერ რუტლანდი:


აშშ-ის უესლის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი პიტერ რუტლანდი ინტერვიუში რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე საუბრობს და ამ კონტექსტში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შესახებაც გამოთქვამს თვალსაზრისს.
გთავაზობთ ამონარიდს:
- რა როლს ასრულებენ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები? ხშირად არიან თუ არა ისინი "ლოდნი შებრკოლებისა" ვაშინგტონ-მოსკოვის ორმხრივ დამოკიდებულებაში?
- ამერიკა ძირითად ყურადღებას რუსეთს უთმობს, მისთვის ეს ყველაზე მთავარია. ცენტრალური აზიის, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებისა და თუ გნებავთ, უკრაინის როლიც მეორეხარისხოვანია. რასაკვირველია, ზოგჯერ მათ შეუძლიათ წინა პლანზე წამოწევა, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში ჩართვა და პროცესების დაბრკოლება, ვთქვათ, როცა რუსეთს კონფლიქტი აქვს უკრაინასთან ან სხვა პოსტსაბჭოთა მეზობელთან... თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ამერიკა ამ პერიფერიული ქვეყნებით ძალიან არის დაინტერესებული გრძელვადიან პერსპექტივაში.
- რა როლს ასრულებენ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთისა და აშშ-სათვის, ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანის სწრაფი განვითარების გათვალისწინებით?
- ჩემი აზრით, აშშ-ის ინტერესებმა სამხრეთ კავკასიაში თავის პიკს ხუთუ-ათი წლის წინ მიაღწია. ეს დაკავშირებულია რამდენიმე გარემოებამ განაპირობა:
ა)"ნაბუკოს" ნავთობსადენის პროექტი არ განხორციელდა;
ბ)აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ უკვე მიაღწია თავის მაქსიმუმს;
გ)საქართველო-რუსეთის ომმა 2008 წელს ნათლად აჩვენა, რომ ამერიკას მწირი შესაძლებლობები აქვს რეგიონულ პროცესებზე გავლენის მოსახდენად.
ყველა ამ გარემოების შედეგად, შეერთებულმა შტატებმა 2008 წლის შემდეგ უარი თქვა თავის ამბიციურ იმედებზე, რომ ცენტრალური აზიიდან სამხრეთ კავკასიის გავლით ენერგორესურსების მსხვილმასშტაბიან ტრანზიტს განახორციელებდა. ამრიგად, რეგიონში გავლენის სფეროს ინიციატივა რუსეთის სასარგებლოდ გადაიხარა.

 

"ვესტნიკ კავკაზა" (რუსეთი), 16 ოქტომბერი, 2014 წელი

 

http://www.vestikavkaza.ru/interview/Piter-Rutland-Rossiysko-amerikanskie-otnosheniya-nastolko-plokhi-chto-teper-mogut-tolko-uluchshatsya.html