ირმა ინაშვილი: არჩევნების გაყალბებისთვის ციხეში მოხვდებით!

ირმა ინაშვილი:  არჩევნების გაყალბებისთვის ციხეში მოხვდებით!

   "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა წინა ხელისუფლების პერიოდს მწვალებლებისა და სადისტების რეჟიმი უწოდა. მაშინ, როდესაც ინაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომებზე საუბრობდა, ლევან თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი და მისი თანამოაზრეები ხელისუფლებასთან შეკრულნი არიან.


  "ეს ადამიანები არიან შეკრული დღევანდელ მთავრობასთან და მე მათთან გასარჩევი არაფერი მაქვს,"- განაცხადა თარხნიშვილმა, რასაც ინაშვილის რეპლიკა მოჰყვა: "რა გინდათ, თქვენს მიტინგზე მოვიდეთ და დაგიცვათ? თქვენ, ყველა "ნაციონალური მოძრაობის" მთელი შემადგენლობა უნდა მოხვდეთ ციხეში".

  ლევან თარხნიშვილი: "ეგეც ხელისუფლებას მოსთხოვეთ, მე რატომ არ ვარ ციხეში, პრეტენზიები დღევანდელ ხელისუფლებასთან არ გაქვთ"


  ირმა ინაშვილი: "არჩევნების გაყალბებისთვის მოხვდებით ციხეში ეგ დროც მოვა. თქვენ რომ გადაგარჩინათ დღევანდელმა ხელისუფლებამ ის პრეტენზია გვაქვს".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: