Iverioni
«    სექტემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
სექტემბერი 2020 (5)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
18-10-2014, 12:21
ნანახია: 989

რადიკალური ისლამი ყველაზე დიდი საფრთხეა ამიერკავკასიისთვის!

რუსმა პოლიტოლოგმა, ჟურნალ „ოდნაკოს“ პოლიტიკურმა მიმოხილველმა ივან ლიზანმა გაზეთ „ეხოს“ კორესპონდენტის რამდენიმე შეკითხვას უპასუხა, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის მოსალოდნელი განვითარების თაობაზე.
გთავაზობთ ამონარიდს:


- როგორი ცვლილებები მოხდება, თქვენი ვარაუდით, სამხრეთ კავკასიაში?
- იმედი მაქვს, რაიმე არსებითი ცვლილებები არ მოხდება. სამხრეთ კავკასიის მთავარი საფრთხე თვითონ ამ რეგიონის სახელმწიფოთა ურთიერთობებში იმალება. ესაა აგრეთვე პროამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, რომლებთაც ქვეყნების შიგნიდან აფეთქების გამოქვევა სეუძლია, მათ შორის ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ ორგანიზებაც, ამიტომაც მათი გაკონტროლება სომხეტისა და აზერბაიჯანის ინტერესებში უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით სასიკეთოა აზერბაიჯანის პოლიტიკა, რომელმაც „არასამთავრობოების“ საქმიანობაზე მკაცრი თვალყურის დევნება დააწესა. ბაქო აცნობიერებს, რომ სტაბილურობას საფრთხე „უცხოელი აგენტებისაგან“ ემუქრება.
რაც შეეხება საქართველოს: ამ ქვეყნის მკურნალობა უკვე დაგვიანებულია. საქართველოს გარეშე ძალები უკვე ღიად მართავს და არაა გასაკვირი, თუ იქ მალე მორიგი საპარლამენტო გადატრიალება მოხდება. ეს ყველაფერი ქართულ სახელმწიფოებრიობას განადგურებით ემუქრება. თვალი ადევნეთ საქართველოს მმართველი კოალიციის საქმიანობას: როგორც კი ის დაეცემა, გააქტიურდება მიხეილ სააკაშვილი და მისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ეს ყველაფერი საზოგადოებრივი არეულობის ან რომელიმე ბუნებრივი უბედურების ფონზე განხორციელდება.
რეგიონს მხოლოდ ერთი გარეშე საფრთხე ემუქრება და ეს რუსეთი არ არის: საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს და თურქეთს ერთი დიდი საერთო მტერი ჰყავს - ესაა რადიკალური ისლამი „ისლამისტ-ბოევიკების“ სახით.


„ეხო“ (აზერბაიჯანი), 18 ოქტომბერი, 2014 წელი
http://www.echo.az/article.php?aid=72379