Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
18-10-2014, 13:38
ნანახია: 1062

დემურ გიორხელიძე: ჭაობში არაფერი ხარობს, გარდა ჭაობზე ორიენტირებული სიცოცხლისა!

  ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ქალების მიმართ, უკანასკნელ პერიოდში გახშირებულ ძალადობას facebook -ის საკუთარ გვერდზე  ეხმაურება.

იგი ოჯახური ტრაგედიების მიზეზად სიღარიბეს, უპერსპექტივობასა და პიროვნულ კრახს მიიჩნევს.

 

"ის, რაც საქართველოში უკანასკნელ პერიოდში ხდება, -ტრაგედიაა...მამაკაცები კლავენ ქალბატონებს, ძირითადად ყოფილ მეუღლეებს.რაა მიზეზი?!
სოციალური ჭაობი,უპერსპექტივობა,სიღარიბე,პირადი წარუმატებლობები,გაბოროტება და...უსუსურობის განცდა ერთდროულად...
 24 წლიანმა კრიზისმა დააკნინა ქართველი მამაკაცი...ქართველი ქალი უფრო ძლიერი აღმოჩნდა კრიზისის პირობებში.ამაკაცთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა ვერ იპოვა საკუთარი თავი,საკუთარი ადგილი,ვერ გადაეწყო,ვერ შეიცვალადა...დარჩა წარსულში,რამაც იგი გააბოროტა.
  შანთით ამოსაწვავი კრიმინალური მენტალიტეტი,რომელიც ანაქრონიზმია და დროსთან შეუსაბამო,კრიმინალური აზროვნება, მისგან გამომდინარე
ძალადობა და ველური ანგარისშწორების განცდა,როგორც, თითქოსდა, შურისძიების მიზნით ჩადენილი აქტი -ამ მოძალადეთა სრულ ტრაგედიაზე,
ადამიანის მარცხზე და საკუთარი თავის განადგურებაზე მიუთითებს...
  ტარგედია ორმაგდება იმითაც,რომ საკუთარი თავის საბოლოოდ დასამარებისათვის მათი საქციელი სხვა ადამიანის მსხვერპლს იწვევს და მოითხოვს... ასეა ყველგან, სადაც საზოგადოება ჩიხში შედის...სიღარიბე, უპერსპექტივობა და პიროვნული კრახი ანგრევს ადამიანის ბუნებას, ადამიანურ ურთიერთობებს და დიდი ტრაგედიების საფუძველი ხდება!
  გამოსავალი -ცხოვრების პირობების შეცვლა და ადამიანისათვის ლეგალურ სფეროში წარმატების მიღწევისათვის სათანადო პირობების შექმნაზე გადის...
   ჭაობში არაფერი ხარობს, გარდა ჭაობზე ორიენტირებული სიცოცხლისა!..
  ეს ტრაგედიები ყველას საფიქრალია, - ეს უკვე საშიში სიმპტომია, რომელიც საზოგადოების განგრენით დასრულდება,თუ არაფერი ეშველა."