Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
19-10-2014, 10:17
ნანახია: 2366

თეა თუთბერიძე:-

   უფლებადამცველი თეა თუთბერიძე ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენულ მდგომარეობას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

 

   -"ეხლა დამენახეთ უნდა დაგთვალოთ, ვინც მიშას გამონათქვამს აკრიტიკებდით ნულოვან ტოლერანტობაზე! ხვდებით მაინც რა მოიტანა თქვენმა ვიწრო, სწორხაზოვანმა აზროვნებამ და ჭკუის დეფიციტმა?! მოიტანა მკვლელობები, მკვლელობები, მკვლელობები გაუთავებლად, ყოველდღიურად, დღეში არაერთი! კიდევ? კიდევ დაყაჩაღებები, დაუთოვება ადამიანების, სახელების გაქურდვა, სასაფლაოებიდან კანდელების მოპარვა, ქუჩებში ოქროს ცეფების ჩამოგლეჯვა, ჩანთების გამოგლეჯვა ხელიდან ადამიანებისთვის, მანქანების გატაცებები, მანქანებიდან სარკეების, საბურავების და ა.შ. მოპარვა და უამრავი სხვა დანაშაული. ეს ყველაფერი თქვენ დააბრუნეთ ამ ქვეყანაში, თქვენ ბრძენო ქართველო ხალხო! 9 წელი, 9 წელი რომ გაიძახოდით, რომ გაჰკიოდით და გაჰკივით დღესაც ხალხს ხოდავდა მიშას ხელისუფლებაო, აბა დათვალეთ ამ 2 წლის განმავლობაში რამდენი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე მოისპო, რამდენი ბავშვი გაუბედურდა და დარჩა ობლად დედის გარეშე, რამდენმა დედამ ჩაიცვა შავი, რამდენი გაძარცვეს, დააყაჩაღეს, გააუბედურეს და რამდენს ეშინია უკვე ღამე გარეთ გასვლა? თქვენ, ბრძენო ქართველო ხალხო, თქვენ დააბრუნეთ 90-იანი წლები საქართველოში და ისევ თქვენ შეეწირებით იმ კრიმინალებს, რომლებსაც მიშას ხელისუფლების წყალობით თქვენამდე ვეღარ მოუწვდებოდათ ასე ფართოდ ხელი. ეხლა დადექით და ისუნთქეთ თავისუფლად სამართლიანობააღდგენილ ქვეყანაში (ფილტვები არ დაგისკდეთ ოღონდ თავისუფლად სუნთქვისგან) და მოეკიდეთ გაგებით იმ ყველაფერს, რაც დღეს თქვენივე აზროვნების დეფიციტის და ჭკუასუსტობის წყალობით ქვეყანაში ხდება. 

   თქვენივე უგუნურობის წყალობით, თითოეული თქვენგანი ხართ თანამონაწილე იმ ადამიანების მკვლელობების, რომელთა სიცოცხლეც ციხეებიდან გამოყრილმა კრიმინალებმა შეიწირეს, თითოეული თქვენგანი ხართ თანამონაწილე იმ დაყაჩაღებებისა თუ ქურდობისა, რაც დღეს ამ ქვეყანაში ხდება. ყოფილა თუ არა საჭირო ნულოვანი ტოლერანტობა? კიდევ თვლით რომ არა? ხო და დაელოდეთ, როდის მოგადგებიან ის კრიმინალები, რომელთა გარეთ გამოყრაზედაც ბესელია-კაკაბაძეებმა ფულები აკეთეს, ხოლო ივანიშვილმა და მისმა გონებაშეზღუდულმა გუნდმა, პოლიტიკური პიარი. 

   P.S. კიდევ ერთხელ გეტყვით , რაც უკვე არაერთხელ ვთქვი - მოვა დრო (და ეს დრო ძალიან მალე მოვა) მე თქვენ გამასწრებთ მთავრობის კანცელარიასთან მოთხოვნით - "დააბრუნეთ მიშა", "გამოუშვით ახალაია და ჩააბარეთ შსს და სასჯელაღსრულება ერთად". (სტილი დაცულია)