პრეზიდენტს ხარჯები 40 მილიონით შეუმცირეს

პრეზიდენტს ხარჯები 40 მილიონით შეუმცირეს

ახალმა მთავრობამ პრეზიდენტს ადმინისტრაციული ხარჯებიც შეუმცირა. ეს ცვლილება მომავალი წლის ბიჯეტის პროექტში უკვე შესულია.


ახალმა მთავრობამ პრეზიდენტის ფონდი არსებულთან შედარებით 40 მილიონით უკვე შეამცირა.


პრეზიდენტის ფონდისგან განსხვავებით, ცვლილებები არ შეხებია სარეზერვო ფონდს და ის კვლავ 50 მილიონიანი იქნება.


პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება კი 4 მილიონ 930 ათასი ლარით მცირდება და 9 მილიონ 230 ათასი ლარი გახდება.


შესაბამისად, შემცირება შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელების შრომით ანაზღაურებასაც.


შეგახსენებთ, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში განსახილველად უკვე შევიდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: