Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
20-10-2014, 23:51
ნანახია: 1020

ია მეტრეველი:-

   სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე შს ყოფილი მინისტრისთვის ვანო მერაბიშვილისთვის სამწლიანი სასჯელის შეფარდების გადაწყვეტილებას ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი ეხმიანება და სასამართლოს გადაწყვეტილებას არასამართლიანს და არაადეკვატურს უწოდებს.

 

   -"ვანო მერაბიშვილისთვის, რომელმაც თავის მეუღლესთან ერთად სანდრო გირგვლიანის ბარბაროსული მკვლელობა დაუკვეთა, სამი წელიწადის მისჯა საზოგადოების დაცინვაა და მეტი არაფერი. ძალიან გულნატკენი და იმედგაცრულებული ვარ. ვფიქრობდი, მოსამართლე ახლა მაინც ვეღარ გაბედავდა ასეთი არაადეკვატური განაჩენის გამოტანას. რა აზრი აქვს ასეთი სასამართლოს ფუნქციონირებას, რომელსაც ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" გავლენა აქვს და ჯერ კიდევ იგივე მოსამართლეებს გამოაქვთ განაჩენები, რომლებიც ათი წლის მანძილზე ხალხს აუბედურებდნენ?! სასამართლოს კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მართავენ, მერაბიშვილისთვის სამწლიანი სასჯელის შეფარდება საზოგადოების დაცინვაა – განუცხადა "კვირას" ია მეტრეველმა.

 

   შეგახსენებთ, რომ მერაბიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 341-ე მუხლებით აქვს ბრალი წარდგენილი, რაც სამსახურებრივ სიყალბეს და უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.