გივი კალანდაძე: ოჯახურ აგრესიას საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ადათ-წესების ხელოვნური შეცვლა იწვევს!

გივი კალანდაძე: ოჯახურ აგრესიას  საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ადათ-წესების ხელოვნური შეცვლა იწვევს!

არ ვიცი რამდენაც მართებულია ჩემი მოსაზრება, მაგრამ ვთვლი რომ ფემინისტური მოძრაობა დაიწყო იქ (ჩრდილოეთ ევროპაში), სადაცაც ქალი ითვლებოდა "საგნად", იმ გეოგრაფიულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნოსების კულტურისა და ადათებიდან გამომდინარე. აქ საქართველოში, სადაც არსებობდა მანდილის ინსტუტუტი ამ პრობლემის წინაშე არ დავმდგარვართ. ვთვლი რომ ეს აგრესია გამოწვეულია იმ ღირებულებათა გათელვის მცედოლობით რასაც ოჯახი, ქალი და კაცი ქვია, მათი თანაცხოვრების წესის შეცვლის მცდელობიდან გამომდინარე. საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ადათებისა და დაუწერელი წესების შეცვლა იწვევს ოჯახში აგრესიას და შესაბამისად საზოგადოებაში ქაოსს. ის სამეცნიერო კვლევები და მათ შედეგებზე დაფუძნებული ყალბი–არაფრის მომცემი მიდგომები რომლებიც ასე უხვად და აგრესიული ფორმით მიეწოდება საზოგადოებას უარყოფით გავლენას ახდენს ოჯახის სიმტკიცის შენარჩუნებაზე. არ არსებობს დაწერილი ფორმულა ან რეცეპტი ქცევისა ან თანაცხოვრებისა, ეს ისეთივე უნიკალური და ინდივიდუალურია როგორც თვითოეული ჩვენგანი–ინდივიდია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: