დევნილთა და განსახლების სამინისტროში აღმოჩენილი დარღვევები სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

დევნილთა და განსახლების სამინისტროში აღმოჩენილი დარღვევები სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

  დევნილთა და განსახლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ორი ფაქტი გამოავლინა. ახალგორის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახების მიმდინარე გეგმიური შემოწმებისას გამოვლინდა ორი ოჯახი, რომლებმაც სახელმწიფოსგან არამართლზომიერად ორჯერ მიიღეს კომპენსაცია.
  ერთ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ოჯახს, რომელმაც 2008 წლის ომის შემდეგ მიიღო კომპენსაცია 10 000 აშშ დოლარი, 2007 წელს ერთხელ უკვე ჰქონდა მიღებული კომპენსაცია 15 000 აშშ დოლარის ოდენობით.
  მეორე შემთხვევაში საქმე ეხება ოჯახს, რომელსაც სახელმწიფოსგან 10 000 აშშ დოლარის მოცულობის კომპენსაციის მიღების მიუხედავად, ასევე საკუთრებაში დაუკანონდა წეროვანში მდებარე საცხოვრებელი კოტეჯი.
  რამდენადაც დევნილთა და განსახლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოკვლეული ორივე ფაქტი აშკარად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ისინი შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა პროკურატურას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: