დავით ბერძენიშვილი:"რესპუბლიკელების" და ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ წერილებს სახელისუფლებო კულუარებიდანაც უკვეთავდნენ"!

დავით ბერძენიშვილი:"რესპუბლიკელების" და ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ წერილებს სახელისუფლებო კულუარებიდანაც უკვეთავდნენ"!

  "რესპუბლიკელების" და ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ წერილებს სახელისუფლებო კულუარებიდანაც უკვეთავდნენ", - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილმა გადაცემა "რეზიუმეში" ისაუბრა.

  "ქართული ოცნების" ზოგიერთი მომხრე, მაგალითად, "თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელი, რომელსაც დეკლარირებული აქვს, რომ მაგრად მოსწონს ირაკლი ღარიბაშვილი, ამ დროს მაგრად გვაგინებს "რესპუბლიკელებს". ბევრია ადამიანი, რომელსაც მაგრად მოსწონს ღარიბაშვილი და გვაგინებს "რესპუბლიკელებს". ეს ყოველთვის გულწრფელი დამოკიდებულება არ არის - ხანდახან შეკვეთილია ასეთი ტექსტები. ვარკვევ და მაინტერესებს, რატომ არის შეკვეთილი. იყო დრო, მაგალითად შარშან, როცა ამ შეკვეთის ავტორები ხელისუფლებაში იყვნენ, მაგრამ დღეს აღარ არიან. ხანდახან სახელისუფლო კულუარებიდანაც შეუკვეთავენ ხან "რესპუბლიკელების" და ხან ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ წერილებს", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: