Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
22-10-2014, 14:19
ნანახია: 1139

კახა კუკავა: ერთი, კიტოვანი შევიდა აფხაზეთში და, მეორე, ალასანია „დააჩოქებს“ რუსეთს!

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა მისი პარტიის ახალქალაქის აქტივისტების დევნის ახალ ფორმაზე საუბრობს, რომელსაც ღარიბაშვილის ნოუ-ჰაუდ მოიხსენიებს. ქალებზე გახშირებული ძალადობა, გამოცოცხლებული აქციები და საცეცამოქმედებული რუსეთიც მოხვდა მისი ყურადღების ცენტრში.

 

- ბატონო კახა, როგორც ცნობილია, ხვალ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციას მართავთ. რა იქნება თქვენი ლოზუნგი და რამდენად პოლიტიკურად აქტუალურია ეს თემა?

 

- ახალქალაქში, სადაც ბევრი ჩვენი მხარდამჭერი ცხოვრობს, სადაც ჩვენ მოვიგეთ კიდეც ადგილობრივი არჩევნები, ამ ყინვიან პერიოდში, ჩვენი პარტიის 20 აქტივისტს სახელობითად გაუთიშეს ბუნებრივი აირი.

 

ჩვენ გაგვიგია ოპონენტი პარტიის აქტივისტების დაჭერაც, ცემაც, ქონების კონფისკაციაც, მაგრამ  ასეთ ყინვაში მათთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა ღარიბაშვილის ნოუ-ჰაუა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახალქალაქის გაზმომარაგების კომპანიას სასამართლოშიც მოვუგეთ ამ საქმესთან დაკავშირებული დავა, სუსი-ს მაღალჩინოსანი ვინმე თოფურიძე ამ კომპანიას  გაზმომარაგების აღდგენას უკრძალავს.

 

- რუსეთის წინააღმდეგ საკმაოდ საჩოთირო განცხადება გააკეთა თავდაცვის მინისრტმა ირაკლი ალასანიამ. მან აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ აგრესიულ პოლიტიკას დაიწყებსო, რითაც რუსეთი გააღიზიანა. რას უნდა ველოდეთ უახლოეს პერიოდში საქართველო-რუსეთის ურთიერთობისგან?

 

- საქართველოს მთავრობის წევრები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო სწრაფად დაემონება ამერიკის შეერთებულ შტატებს, მიუხედავად იმისა, საქართველოს ეს ტერიტორიების ფასად დაუჯდება თუ არა. ამის გამოა, რომ რუსეთმა თავისი საცეცები აამოქმედა აფხაზეთში. ალასანიას მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი, თუმცა უნდა ვაღიარო, როგორც კიტოვანი შევიდა აფხაზეთში, ისე შევლენ ესენიც!

 

გარდა ამისა, მთავრობის წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ჟურნალისტებისა და საერთაშორისო პროპაგანდისთვის გაკეთებული განცხადებები ერთმანეთისგან უნდა განსხვავებოდეს.

 

- საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ქალებზე ძალადობაც, რომელიც სერიულ სახესაც კი იღებს. თქვენის აზრით, რა არის ამის მიზეზი და შეიძლება თუ არა მისი პრევენცია?

 

- მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ კომპეტენტური ამ საქმის შესაფასებლად, ზოგადად გეტყვით: საზოგადოებაში ყოველთვის არის  გამოწვევები, რომლებიც ხელისუფლებამ უნდა შეისწავლოს და დაარეგულიროს. მე ძალიან გამაოცა ქალბატონ წულუკიანის განცხადებამ - წელს კაცებმა ოყოჩაღეს და მომავალ წელს ქალები იყოჩაღებენო. ასეთი  პასუხი იმის დასტურია, რომ მთავრობას პრობლემების მოგვარების უნარი არ შესწევს!

 

- ,,ნაციონალური მოძრაობისა “ და ,,თავისუფალი ზონის“ ოფისთან პერმანენტულად მიმდინარეობს აქციები ლოზუნგით: აიკრძალოს ,,ნაციონალური მოძრაობა“ . მიგვიყვანს თუ არა ეს სამოქალაქო დაპირისპირებამდე და ვის ინტერესს ემსახურება იგი?

 

- ჩვენ არაერთი სამოქალაქო დაპირისპირება გვახსოვს, რომელიც ხელისუფლებას ავად შემობრუნებია. ცნობილი გამოთქმაა: ,,ვინც ქარს დასთესს, ქარიშხალს მოიმკის“.

 

ეს აქციები შსს-დან იმართება. მე, მართალია, მხარს ვუჭერ ,,ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას, მაგრამ არა ზონდერბრიგადების ძალით.  

 

                                ესაუბრა ია ჯღარკავა