ილია II: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თავის პატრონს-საქართველოს უნდა დაუბრუნდეს!

ილია II: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თავის პატრონს-საქართველოს უნდა დაუბრუნდეს!

  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ისრაელის დელეგაციასთან შეხვედრისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ამ პრობლემას საქართველო მალე მოაგვარებს.

 

  უწმინდესის თქმით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თავის პატრონს-საქართველოს უნდა დაუბრუნდეს.


  "მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მძიმე პერიოდია, დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა. დროებით საქართველო ვერ აკონტროლებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა დაუბრუნდეს თავის პატრონს, საქართველოს. ეს საჭიროა როგორც საქართველოსთვის, ასევე აფხაზებისა და ოსებისთვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაზე დიდი ძალა, რომელიც ამაში დაგვეხმარება, მატერიალურად თუ ადამიანურად, ესაა ისრაელი და ებრაელები", - განაცხადა ილია მეორემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: