ირაკლი აბესაძე: საატესტაციო დებულებაში ცვლილები უნდა შეიტანონ!

ირაკლი აბესაძე: საატესტაციო დებულებაში ცვლილები უნდა შეიტანონ!

  თბილისის საკრებულოს უმცირესობა საატესტაციო კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანას და რიგგარეშე სხდომის ჩატარებას ითხოვს. 

  ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ცვლილებების საფუძველზე აუცილებლი უნდა გახდეს გასაუბრების ეტაპის უწყვეტი ვიდეოჩაწერა და ის, მოთხოვნის შემთხვევაში, საჯარო უნდა იყოს.

  საკრებულოს უმცირესობა ასევე ითხოვს, საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში ოპოზიციის წარმომადგენლებიც შევიდნენ.

  "მოვითხოვთ რიგგარეშე სხდომის დანიშვნას და საატესტაციო დებულებაში ცვლილების შეტანას, რომლის თანახმადაც, გასაუბრების ეტაპის ვიდეოჩაწერა უნდა განხორციელდეს განუწყვეტლად და ეს ვიდეოჩანაწერი უნდა იყსო საჯარო, მოთხოვნის შემთხვევაში. ჩვენი მოთხოვნა იყო ოპოზიციური წევრების ჩასმა და არა საკრებულოს წევრების ჩასმა ზოგადად. ისინი ერთი გუნდია, "ქართული ოცნებაა", ასე რომ საკრებულოს წევრი იქნება თუ თბილისის მერიის წარმომადგენელი, არსებითი მნიშვნელობა ამ თვალსაზრისით არ აქვს",- განაცხადა აბესაძემ. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: