ირაკლი სესიაშვილი: პრემიერის გადასაწყვეტია, დაესწრება თუ არა უშიშროების საბჭოს სხდომას!

ირაკლი სესიაშვილი: პრემიერის გადასაწყვეტია, დაესწრება თუ არა უშიშროების საბჭოს სხდომას!

  მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ თავად პრემიერის გადასაწყვეტია, დაესწრება თუ არა უშიშროების საბჭოს სხდომას.


  პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრთა ნაწილი 28 ოქტომბერს საქართველოში საერთოდ არ იქნება.


  დეპუტატები კი მიზეზად ასახელებენ კანონმდებლობას, რომელიც მათი თქმით, ბუნდოვანია.

  "ლაფსუსი გვაქვს კანონმდებლობაში. კონსტიტუცია გვეუბნება, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო მუშაობს მხოლოდ თავდაცვის ორგანიზაციისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხებზე. ის საკითხი, რაზეც პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭო მოიწვია, ამ საკითხებს არ უკავშირდება. თუმცა, გვაქვს მოქმედი ორგანული კანონი, რომლის ფარგლებშიც, პრეზიდენტს სავარაუდოდ აქვს უფლება, ამ საკითხებზე მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭო. ეს გაუგებრობა დღის წესრიგში დგას", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: