Iverioni
«    მაი 2023    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
მაისი 2023 (3)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
23-10-2014, 18:52
ნანახია: 981

ალექსი პეტრიაშვილი:რეკომედაციების შემუშავებისთვის ორგანიზებული შეხვედრაა საჭირო!

  ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით უშიშროების საბჭოს ფორმატში საბჭოს მუდმივმოქმედი წევრების მონაწილეობა  აუცილებელია. მისი თქმით, რეკომენდაციების და გადაწყვეტილებების მიღებისას მათი ჩართულობაა საჭირო.
 
  "პირები, რომლებიც არიან მუდმივმოქმედი წევრები, არ იმყოფებიან იმ დღეს ქალაქში. მნიშვნელოვანია მათი უშუალო მონაწილეობა საკითხის გადაწყვეტის მიღების პროცესში, ეს ხომ არ იქნება საბჭო საბჭოსთვის. ეს უნდა იყოს გადაწყვეტილებების, რეკომედაციების შემუშავებისთვის ორგანიზებული შეხვედრა, რომელსაც სჭირდება ყველას ჩართვა, შესაბამისად დაველოდოთ კონსულტაციებს",-განაცხადა პეტრიაშვილმა.