გაერთიანებულ ერების ორგანიზაციას 65 წელი შეუსრულდა

გაერთიანებულ ერების ორგანიზაციას 65 წელი შეუსრულდა

 24 ოქტომბერი, გაეროს დღე აღინიშნება. გართიანებულ ერების ორგანიზაციას 65 წელი შეუსრულდა. 1945 წლის 24 ოქტომბერს გაეროს წესდება ძალაში შევიდა.


  გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გაერო - საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს, როცა სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50 სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას. წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს.


   გაეროს შექმნის საფუძველი გახდა ჰიტლერული გერმანიისა და მისი ბლოკის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა გაერთიანება მძლავრ კოალიციად. 1942 წლის 1-ელ იანვარს მათ ხელი მოაწერეს "გაერთიანებული ერების დეკლარაციას", რომლიდანაც შემდგომ წარმოსდგა ორგანიზაციის სახელწოდება.

 

  ორგანიზაციის წესდება შემუშავებულ იქნა დუმბარტონ-ოქსის და ყირიმის კონფერენციებზე. ამის შემდეგ გადაწყდა წესდების განსახილველად და მისაღებად სან-ფრანცისკოს კონფერენციის მოწვევა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: