რომან გოცირიძე: ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, თვალში ნაცარს გვაყრიანო!

რომან გოცირიძე: ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, თვალში ნაცარს გვაყრიანო!

  "რამდენიმე დღეც და საბიუჯეტო ცხოვრების 10 თვეც მიიწურება. დარჩენილია ექვსი სამუშაო დღე და ჯერ 9 თვის გეგმაც არ არის ბოლომდე შესრულებული", - აღნიშნულ განცხადებას  ეკომინისტი რომან გოცირიძე  facebook-ის საკუთარ გვერდზე აკეთებს:

  "ხარჯები გაწეულია 6,722 მილიარდი ლარის ოდენობით, მაშინ როცა ცხრა თვის გეგმა 6,748 მილიარდი ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული. ხარჯვაში ჩამორჩენა ერთია და მეორე- სანახევროდ გაკეთებელი საქმე, რომელიც ასე ელის დამთავრებას.

  წლის ბოლომდე რომც მოხერხდეს თანხების სრულად გადარიცხვა მხარჯავი ორგანიზაციებისათვის (რაც ძალიან საეჭვოა), ისინი მაინც ვერ მოასწრებენ დარჩენილ პერიოდში რაიმეს მოთავებას (მშენებლობებზეა საუბარი).

  როცა იტყუებიან, ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, თვალში ნაცარს გვაყრიანო! მოდით, ჩვენ თვალში ციფრები შევაყაროთ!" -წერგოცირიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: