კახა კალაძე: ყველა მაღალჩინოსანს მოუწევს საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემა!

კახა კალაძე: ყველა მაღალჩინოსანს მოუწევს საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემა!

  ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებაც ეთანხმება, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლისსამართლებრივი დევნა სწორად და კანონის ფარგლებში უნდა მიმდინარეობდეს.

  "ისინი აკვირდებიან ამ ყველაფერს და ეს ნორმალური პროცესია. ჩვენი ინტერესიც არის, რომ ყველაფერი გამჭვირვალედ იყოს და არ გაჩნდეს კითხვები, რომ ეს არის პოლიტიკურად შეთითხნილი საქმეები, რაც უნდათ ჩვენს ოპონენტებს, "ნაციონალურ მოძრაობას". ბევრ კითხვაზე უკვე პასუხი არის გაცემული. თუმცა, ბევრ მაღალჩინოსანს, რომლის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, მოუწევს პასუხის გაცემა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებზე და კითხვებზე, რომლებიც პროკურატურას გააჩნია", - განაცხადა კალაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: