გიორგი მარგველაშვლი: ვიზიტის ფარგლებში ურთიერთობის გაღრმავების კუთხით კიდევ ერთ ნაბიჯი გადაიდგა!

გიორგი მარგველაშვლი: ვიზიტის ფარგლებში ურთიერთობის გაღრმავების კუთხით კიდევ ერთ ნაბიჯი გადაიდგა!

 ვიზიტის ფარგლებში  ურთიერთობების გაღრმავების კუთხით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. განცხადება ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტოკიოში, ჟურნალისტებთან საუბრისას, განაცხადა.

  "იაპონია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ბევრი მიმართულებით, მაგრამ ამ ვიზიტის ფარგლებში გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. ჩვენ ვართ უაღრესად მადლობლები თბილი დახვედრისთვის იაპონელი ხალხის, ასევე იაპონიის მთავრობის და პირადად პრემიერ-მინისტრის იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგი მაღალ დონეზე აიყვანა. მხარი დაგვიჭირა ჩვენ ყველა იმ მიმართულებაში, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: