Iverioni
«    სექტემბერი 2022    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
სექტემბერი 2022 (4)
ივლისი 2022 (1)
ივნისი 2022 (4)
მაისი 2022 (3)
აპრილი 2022 (3)
მარტი 2022 (2)
25-10-2014, 18:50
ნანახია: 1065

ეკა ბესელია: უახლოეს დღეებში გადაწყდება, რა ფორმატით შეიკრიბება უშიშროების საბჭო!

  ვისაც შეეძლება სხდომაზე დასწრება ყველა დაესწრება, უშოშროების საბჭოს სხდომა საკითხის მნიშვნელობის მიუხედავად საქართველოს ტერიტორიული მტლიანობის საკითხს ვერ გადაწყვეტს. განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ გააკეთა. 


  "უახლოეს დღეებში გადაწყდება, რა ფორმატით შეიკრიბება საბჭო და ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას.
მე არ ვიცი, ვინ შეძლებს მონაწილეობას და ვინ არა, მაგრამ ვინც შეძლებს, ალბათ, დაესწრება საბჭოს სხდომას. ზოგჯერ, შეიძლება თავისი შინაარსით და მიზნით იყოს ისეთი მნიშვნელობის ვიზიტი, რომელიც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ უნდა ჩაიშალოს. უშიშროების საბჭოს სხდომა, მიუხედავად საკითხის ძალიან დიდი მნიშვნელობისა და შინაარსისა, ბუნებრივია, ვერ გადაწყვეტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. ამიტომ, ბევრი ვიზიტი შეიძლება იყოს ისეთი მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობის, რომლის ჩაშლაც არ შეიძლება",- განაცხადა ბესელიამ.