Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (5)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
26-10-2014, 07:49
ნანახია: 8377

არსენ იაცენიუკი ახალ პარლამენტს გაფრთხილებას აძლევს

  -"არჩევნების შემდეგ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ახალი პარლამენტის ფორმირება, ერც ერთი წუთის დაკარგვა არ შეიძლება"-განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა. მისივე თქმით მისაღებია კანონი ბიუჯეტის შესახებ და ქვეყანამ ზამთარი უნდა გადაიტანოს.

   პრემიერი ახალ პარლამენტს გაფრთხილებასაც აძლევს, რომ თუ ის ძველი პარლამენტის შეცდომებს გაიმეორება, ხალხი არ აპატიებს და განდევნის.

   -"ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 2 წელი გავიდა, რომელიც "მთელ ეპოქად" გადაიქცა, უკრაინელი ხალხი ამ ხნის განმავლობაში უფრო ორგანიზებული და მომწიფებული გახდა, ამიტომ ახალმა პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ დეპუტატები მოიტყუებიან ან მოიპარავენ, თუ პარლამენტი ამომრჩევლის იმედებს არ გაამართლებს, მას ხალხი ისევე დაითხოვს, როგორც დაითხოვა წინა".