რას სთავაზობს მთავრობას და "დიდ ფირმებს" დემურ გიორხელიძე თვითდაჯერებულობიდან გამოსარკვევად

რას სთავაზობს მთავრობას და "დიდ ფირმებს" დემურ გიორხელიძე თვითდაჯერებულობიდან გამოსარკვევად

   ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "კონკურენტული ანალიზის მეთოდებზე" საუბრობს და წერს:

 

   -"გასულ წელს, მაგისტრანტებს ლექციაზე "კონკურენტული ანალიზის მეთოდებზე" ვესაუბრე, კერძოდ, "ბრმა" ზონების ანალიზი და მოკლე მიმოხილვა გავაკეთე (რამდენადაც ამის საშუალებას დრო მაძლევდა).

"ბრმა" ზონების ანალიზი შეისწავლის მიზეზებს, რომლებიც საფუძვლად უდევს უზუსტობებს და შეცდომებს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ის აერთიანებს: 

შემეცნების ფსიქოლოგიას, სტრატეგიის თეორიას და ორგანიზაციული ქცევის დინამიკას...

ეს იმის ახსნის საშუალებას იძლევა, თუ ანალიტიკოსებს რატომ ესმით არასწორად კონკურენტული გარემო და რატომ მივყავართ ფირმის კონკურენტული უნარის შესაძლებლობების შესახებ გადაფასებამდე ფირმის შიდა დეტალურ შემოწმებას, ცხადია, ეს ყველაფერი სახელმწიფოზე ვრცელდება შესაბამისი მოდიფიკაციით.

"ბრმა" ზონების გავრცელებული წყაროებია:

1. არასწორი ვარაუდები (განზრახულობები, თუ გნებავთ-მიზანდასახულობები).

("ბრმა" ზონები, სხვაგვარად, მცდარ ვარაუდებად იწოდება).

3 ტიპის საშიში ვარაუდებია, რომელიც წარმოიქმნება ფირმის, რაიმე ერთობის ანდა სახელმწიფოს შიგნით და მთლიანად არღვევს და შლის მათ კონკურენტულ პოზიციას, - 

შ ე მ დ ე გ ი:

(ა) უცილობელი (უდავო) ვარაუდები (განზრახულობები), რომლებიც წარმოადგენენ, ძირითადად, არასწორი ვარაუდებს კონკურენტული გარემოს სხვადასხვა მრავალფეროვან ელემენტებზე;

(ბ) მეორე ტიპის მცდარი ვარაუდები (განზრახულობები) მიეკუთვნება ე.წ. კორპორაციულ მითს, რომელიც წარმოადგენს არასწორ ვარაუდს კონკურენტული შესაძლებლობების შესახებ;

(გ) მესამე ტიპის არასწორი ვარაუდი - ეს კორპორაციული აკრძალვაა, ანუ ის "უდავო წარმოდგენები", რომლებიც კონკრეტულ კორპორაციულ კულტურაში განიხილება როგორც ხელუხლებელი... ანუ, "წმინდა ძროხები".

2. გამარჯვებულის ჭირი (უბედურება) ანუ ქედმაღლობის ჰიპოთეზა (პირდაპირი ანალოგი - საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება).

ა ნ უ: გამარჯვებულმა უდარდელად გადაიხადა ბევრი (ზედმეტი) იმისათვის, რაც აქვს... და ახლა უკვე თავს უდარდელად გრძნობს... 

3. გაძლიერებადი ერთგულება (თავდადებულება) - რესურსული ინვესტიციები არ იძლევა შედეგს, - პირიქით, იძლევა უარყოფით შედეგს იმიტომ, რომ ან საწყისი ანალიზი იყო მცდარი, ან კონკურენტული გარემო და განწყობები შეიცვალა, ან შიდა შესაძლებლობები, თავდაპირველად მოიშალა... ისინი კი ჯიუტად "აწვებიან" თავისას! 

შ ე ნ ი შ ვ ნ ა: გეცნობათ სიტუაცია?

4. პერსპექტივა შეზღუდვის პირობებში, ანდა, შეზღუდული ფასეულობითი ორიენტაცია!

5 ზედმეტი თვითდაჯერება

6. ევრისტიკული წარმოდგენები და დასაბუთება ანალოგიის საფუძველზე.

7. ინფორმაციის გაცრა (უფრო სწორად, გაცრის უუნარობა)...

მაგისტრანტების აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა... 

მე გამოვიყენე ჩემი ემპირიული გამოცდილება და ლექციაზე ვსაუბრობდი იმაზე ორიენტირებით, რაც მინახავს, გამიაზრების და დავკვირვებივარ... მაგისტრანტებმა: "ასე მგონია, ჩვენს დაწესებულებაზე საუბრობთო"...

დიახ, ასეა!

მაგისტრანტებმა უკვე იციან ეს თემა. ახლა მე მთავრობას ვთავაზობ: 

"წავიკითხავ ამ ლექციას თქვენთვის" -სულ 4 საათში ჩავეტევი.

ანაზღაურება - კეთილი ინებეთ და, დასავლური საზომებით გადამიხადეთ,-

ხარისხი და მასშტაბი უნაკლო იქნება, 

თანაც, 

დასავლეთზე ორიენტირება გაიძულებთ შრომა დასავლურად შემიფასოთ და დამიფასოთ!

ისე, საკუთარ "ტაფაში რომ იხრაკებიან", - იმ ქართულ "დიდ ფირმებსაც" 

არ აწყენდათ ეს ლექცია, - იქნებ, ყოყოჩა თვითდაჯერებულობიდან გამოერკვნენ!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: