Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
27-10-2014, 10:58
ნანახია: 374

მიხეილ სააკაშვილი რუსეთს ხელისუფლებისთვის ბრძოლაში იყენებს

  გიორგი დვალი, თბილისი

  საქართველოს ექს-პრეზიდენტის პარტიამ ხელისუფლებაზე მასშტაბური შეტევის დაწყება გამოაცხადა, რისთვისაც მთავარ ინსტრუმენტად ანტირუსულ ლოზუნგებს იყენებს. თვითონ მიხეილ სააკაშვილმა მიანიშნა, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით არარეალურია და მისი პარტია, ალტერნატიული მეთოდის სახით, მასობრივ საპროტესტო აქციებს იწყებს.

    პირველი მიტინგი თბილისის ცენტრში 15 ნოემბერს უნდა გაიმართოს - "აფხაზეთის ანექსიასთან" ბრძოლის ლოზუნგით. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ანტირუსული თემატიკა მხოლოდ საბაბია, ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოაცხადა, რომ თბილისში "მაიდანი" მზადდება და სისხლის სამართლის საქმე აღძრა "ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით ხელში ჩაგდების მომზადების" ბრალდებით.

   ოპოზიციური "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება 15 ნოემბერს თბილისის ცენტრში მასობრივი საპროტესტო აქციის თაობაზე ამ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, ყოფილმა სპიკერმა დავით ბაქრაძემ გამოაცხადა: "მოვუწოდებთ ყველას ჩვენს გვერდით დადგნენ, რათა ერთად ავიმაღლოთ ხმა აფხაზეთის ანექსიის წინააღმდეგ", - განაცხადა მან, მხედველობაში ჰქონდა რა აფხაზურ მასმედიაში გამოქვეყნებული ახალი ხელშეკრულების პროექტი რუსეთსა და საქართველოს ყოფილ ავტონომიას შორის. "ნაცმოძრაობაში" "კომერსანტს" დაუდასტურეს, რომ ნოემბრის აქციის ერთადერთი თემა მხოლოდ "აფხაზეთი იქნება, ანუ რუსეთ-საქართველოს პრობლემატიკა".

  თუმცაღა რამდენიმე დღის წინათ პარლამენტის "ნაციონალი" წევრი დავით დარჩიაშვილი "კომერსანტის" კორესპონდენტთან საუბარში არ მალავდა, რომ ოპოზიციას არანაკლებ აღელვებს "ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკა, პოლიტიზებული სასამართლო პროცესები და "ნაციონალთა" ლიდერების მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენები". "კომერსანტის" შეკითხვაზე, აპირებს თუ არა პარტია საპროტესტო აქციების მოწყობას ხელისუფლების წინააღმდეგ ამ თემაზე, დავით დარჩიაშვილმა არაორაზროვნად განაცხადა: "აბა, ოპოზიციას სხვა რაღა დარჩენია, როცა ასეთ ვერაგობასა და თვითნებობას აწყდება?".

  ის, რომ 15 ნოემბერს დაგეგმილი "ანტირუსული" მიტინგი ხელისუფლებაზე შეტევის სტრატეგიის ნაწილია, თვით მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომელიც ჯერ-ჯერობით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელის პოსტს ინარჩუნებს. ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერით გამოსვლისას თითქმის ერთსაათიან ინტერვიუში (პირდაპირი ჩართვით ბრიუსელიდან) მან ოპოზიციის მიტინგი გარდაუვლად მიიჩნია იმდენად, რამდენადაც მმართველმა კოალიციამ "ქართულმა ოცნებამ" "ქვეყანა სრულ კრახამდე მიიყვანა და მოსახლეობის ნდობა დაკარგა". მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ მას განზრახული აქვს დიდ პოლიტიკაში დაბრუნება და ხელისუფლებისთვის ბრძოლა, თუმცა იქვე მრავალმნიშვნელოვნად შენიშნა: არჩევნების გზით მთავრობის შეცვლა არარეალურია, რადგან "ბიძინა ივანიშვილმა, არსებითად, არჩევნების [ინსტიტუტი] გააუქმა და საქართველოს პრვატიზება მოახდინა".

  ხელისუფლება, როგორც ჩანს, სერიოზულად უყურებს ყოფილი მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის მზადებას. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, რამდენიმე დღის წინ პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე არძრა კოდექსის 315-ე მუხლით, რომელიც "შეთქმულების გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას" ითვალისწინებს. უფრო ადრე თვითონ მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები "თბილისში მაიდანს ამზადებენ, კიევიდან სპეციალისტები ჩამოჰყავთ ქუჩის ბრძოლებისთვისო".

  ამასთან, მმართველი კოალიციის ლიდერებს ილუზიები არ აქვთ და ხვდებიან, რომ ანტირუსული ლოზუნგები 15 ნოემბერს დაგეგმილი აქციისთვის მხოლოდ ნიღაბია: "მათ იციან, რომ ხალხი არ გაჰყვებათ, - უთხრა "კომერსანტს" პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ("ქართული ოცნება"), - ჰოდა, ისინიც მასების მობილიზებას ანტირუსული და პატრიორული ლოზუნგებით ცდილობენ".

 

 

"კომერსანტი" (რუსეთი), 27 ოქტომბერი, 2014 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2598827