Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (10)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
28-10-2014, 11:32
ნანახია: 651

პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზებმა პირველად იგრძნეს, რომ რუსეთი დამოუკიდებლობანას ეთამაშებოდა!

  საქართველო მათ სთავაზობს კონკრეტულ პერსპექტივას ევროპული სტანდარტების მიხედვით მოხდეს მათი  მომავლის განსაზღვრა საქართველოს შემადგენლობაში. განცხადება ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა.

  მისი თქმით, აფხაზი ხალხის ხმამ და საზოგადოების ჩართულობამ გამოიწვია ჩვენში ეს ყურადღება.

  "ბუნდოვანია მათი პერსპექტივა. ამ ფონზე, საქართველო მათ სთავაზობს კონკრეტულ პერსპექტივას ევროპული სტანდარტების მიხედვით მოხდეს მათი  მომავლის განსაზღვრა საქართველოს შემადგენლობაში.

  პოლიტიკურად, აფხაზურმა საზოგადოებამ პირველად იგრძნო, რომ რუსეთი მას ამდენ ხანს დამოუკიდებლობანას ეთამაშებოდა. სინამდვილეში, არაფერი საერთო მას არ ჰქონდა ამ მიმართულებით. აფხაზი ხალხის ხმამ და საზოგადოების ჩართულობამ გამოიწვია ჩვენში ეს ყურადღება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.