Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (4)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
6-11-2012, 16:51
ნანახია: 1425

კახი კახიშვილი: ბაჩო ახალაია

ბაჩო ახალაიას ჩამოსვლა "ნაციონალური მოძრაობის" პიარ-კამპანიის ნაწილია. ამის შესახებ განცხადება ექსპერტმა კახი კახიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.


მისი თქმით, ბაჩო ახალაიას დაბრუნება "ნაციონალების" გეგმის ნაწილია და  მისი დაპატიმრების შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობა" ყოფილ თავდაცვის მინისტრს პოლიტპატიმრად გამოაცხადებს.


"ვფიქრობ, ახალაია არის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შერჩეული ფიგურა, რომლითაც ამუშავდება პიარ-მანქანა და იტყვიან, რომ ეს არის პოლიტიკური რეპრესიების დასაწყისი. შესაძლოა, 3-4 წლის შემდეგ ასეთი ადამიანი გახდეს ზურაბ ადეიშვილი", _ განაცხადა კახი კახიშვილმა.


ექსპეტრმა ახალი ხელისუფლების მხრიდან ყოფილი მინისტრებისთვის რაიმე სახის გარანტიების გაცემის შესაძლებლობა გამორიცხა და დასძინა, რომ ბოლო პერიოდში "ნაციონალური მოძრაობის" გამოსვლები (გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის, ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრის) არა პოლიტიკურ არამედ გამაღიზიანებელ ხასიათს ატარებს.


"ახალაიას ჩამოსვლა და ასეთი რიტორიკით საუბარი, რომ სოზარ სუბარს არაფერი არ ესმის და ჯერ კიდევ არ უსწავლია, მიუთითებს იმაზე, რომ აგრესიული საუბრით ცდილობს გარკვეულწილად გაღიზიანება გამოიწვიოს საზოგადოებაში და მის მიმართ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანოს," –აღნიშნავს კახი კახიშვილი.


მისი თქმით, პროკურატურას განსაკუთრებული სიფრთხილით მოუწევს მსგავსი საქმეების გამოძიება, რათა მისი გადაწყვეტილებები პოლიტიკურ ანგარიშსწორებად არ იყოს აღქმული.