პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთი ქართულ-ოსური თუ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შეჩერებას ვერ მოახერხებს!

პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთი ქართულ-ოსური თუ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შეჩერებას ვერ მოახერხებს!

რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციოს რეჟიმს შორის "თანამშრომლობისა და ინტეგრაციის" შესახებ გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე პირველ კომენტარს აკეთებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  პაატა ზაქარეიშვილი.

მისი განცხადებით,ჯერჯერობით ეს მხოლოდ განცხადებაა, თუმც გამორიცხული არაფერია.

 "ჯერჯერობით ეს მხოლოდ და მხოლოდ განცხადებაა ერთი მხრიდან. გამორიცხული არაფერი არაა. ჯერ ეს ერთი, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ლაპარაკი არ არის მიერთებაზე, ანუ რაც იყო ამდენ ხანს ლაპარაკი. თუ ასე შევხედავთ, ეს უფრო ნაბიჯი უკანაა, ვიდრე ნაბიჯი წინ.

მაინც მგონია, რომ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით და მათი ინფორმირებულობით ასეთ საკითხებს ნაკლებად ემოციურობით უნდა ვუდგებოდეთ. მეტი გონივრულობით. იმიტომ, რომ ეს სულაც არ უწყობს ხელს რუსეთის პოლიტიკის რეალიზაციას საბოლოო ჯამში.

ასეთი მეთოდებით რუსეთი ვერ მოახერხებს ქართულ-ოსური თუ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შეჩერებას",- აცხადებს ზაქარეიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: