ნინო ბურჯანაძე: კოალიციაში შემავალ პარტიებს მხოლოდ ერთი ამოცანა ჰქონდათ - მოსულიყვნენ ხელისუფლებაში!

ნინო ბურჯანაძე: კოალიციაში შემავალ პარტიებს მხოლოდ ერთი  ამოცანა ჰქონდათ - მოსულიყვნენ ხელისუფლებაში!

 ბიძინა ივანიშვილმა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ფასეულობების ადამიანები შეკრიბა, რის გამოც კოალიცია ერთიანობას ვერ შეინარჩუნებდა. განცხადება   ამის შესახებ  ბურჯანაძემ გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.

 

 ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ კოალიციის დაშლას თავიდანვე პროგნოზირებდა.


  "კოალიცია ვერ შეინარჩუნებდა ერთობას. ბიძინა ივანიშვილმა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ფასეულობების ადამიანები შეკრიბა, რა პრინციპით - გაუგებარია. სრულიად ნათელია, რომ ეს კოალიცია ვერ იქნებოდა ერთიანი. კოალიციას აერთიანებდა ერთადერთი რამ, აქ იყვნენ პოლიტიკური ძალები, რომელთა ამოცანაც იყო, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, მათ ეს ამოცანა შეასრულეს,"- განაცხადა ბურჯანაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: