Iverioni
«    სექტემბერი 2022    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
სექტემბერი 2022 (4)
ივლისი 2022 (1)
ივნისი 2022 (4)
მაისი 2022 (3)
აპრილი 2022 (3)
მარტი 2022 (2)
29-10-2014, 13:53
ნანახია: 1093

ნინო ბურჯანაძე: საქართველო ქართველების, აფხაზების და ოსების საერთო სამშობლოა!

   მცირე იმედი მქონდა, რომ ხელისუფლება რაიმე ახალს იტყოდა. ნაცვლად იმისა, რომ ახალი მოგვესმინა ადრინდელი ტერმინოლოგიით ისაუბრა. განცხადება ამის შესახებ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძემ გააკეთა. 

  "მქონდა მცირე იმედი, რომ რაღაცას ახალს მაინც იტყოდა ეს ხელისუფლება, თუმცა, ლოგიკა მკარნახობდა, რომ შეუძლებელი იქნებოდა, იმდენად არაკომპეტენტურები არიან. ნაცვლად იმისა, რომ რამე ახალი მოგვესმინა, 20-30 წლის წინანდელი ტერმინოლოგიით საუბარი მოვისმინეთ", - განაცხადა ბურჯანაძემ.

  ბურჯანაძემ აღნიშნავს, რომ  საქართველო ქართველების, აფხაზების და ოსების საერთო სამშობლოა და მხოლოდ მათთან ნდობის აღდგენით შეიძლება მივაღწიოთ გარღვევას.

  "მხოლოდ ამ პოზიციიდან შეგვიძლია, აფხაზებსა და ოსებს ველაპარაკოთ. მხოლოდ მათთან ნდობის აღდგენით შეიძლება მივაღწიოთ გარღვევას იმ უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარებაში, რასაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კი, აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის გზაზე გადის", - აღნიშნა ბურჯანაძემ.