აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის  განცხადებას ეხმაურება

  აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.

  აფხაზეთში ჯანსაღ შეფასებას აძლევენ "სამშვიდობოს" ჭეშმარიტ მიზანს საქართველოში. აღნიშNულია განცხადებაში.


  "განსაკუთრებულ ამაჩუყებელ გრძნობებს აღძრავს არა მხოლოდ ქართველი პოლიტიკოსების შეუპოვრობა "აფხაზ და ოს ძმებთან რეალური შერიგების პროცესის" ხელშეწყობაში, არამედ "კეთილშობილური მზრუნველობა" მშვიდობისა და ჰარმონიისთვის. საბედნიეროდ, აფხაზეთში ჯანსაღ შეფასებას აძლევენ "სამშვიდობოს" ჭეშმარიტ მიზანს საქართველოში", - ნათქვამია აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

  "აფხაზეთი მტკიცედ დადგა დამოუკიდებელი განვითარების გზაზე და კვლავაც გააგრძელებს ამ გზაზე სვლას საქართველოს ხელისუფლების "ძმური და მეგობრული წინადადებების" თავსმოხვევის გარეშეც", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 შეგახსენებთ, რომ  27 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიების ძლიერი და ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში დარჩენის თაობაზე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: