Iverioni
«    ივლისი 2018    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
ივლისი 2018 (8)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
30-10-2014, 13:49
ნანახია: 1933

სკანდალი თბილისში: რუსეთი საქართველოს ევრაზიულ კავშირში შესვლას აიძულებს?

ნაირა აირუმიანი

  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი მზადყოფნა რუს კოლეგასთან - ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად, იმავდროულად მან სენსაციური განცხადებაც გააკეთა, რომლის შინაარსის მიხედვით, რუსეთი, ფაქტიურად, საქართველოზე ზეწოლას ახდენს, რომ თბილისი ევრაზიულ კავშირში გაერთიანდეს.
  საქართველოში ამჟამად რუსეთ-აფხაზეთის ახალი ხელშეკრულების პროექტის ირგვლივ მწვავე დისკუსიები მიმდინარეობს. თუ აფხაზეთი რუსულ წინადადებებს დათანხმდება და დოკუმენტს ხელს მოაწერს დოკუმენტს, მაშინ რესპუბლიკა, ფაქტიურად, რუსეთის ფედერაციის წევრი ხდება. აფხაზეთში ბევრი ამ პერსპექტივისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას ამჟღავნებს. თავის მხრივ, რუსეთი აქტიურად მუშაობს სოხუმის ხელისუფლებასთან და ცდილობს შანტაჟის გზით აიძულოს "დამოუკიდებლობაზე" უარი თქვას.
  სიტუაციის ანალიზით ირკვევა, რომ რუსეთს აფხაზეთის მიერთება იმდენად არ სურს, რამდენადაც ამ რესპუბლიკის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შეთრევა. უფრო ზუსტად კი, ევრაზიულ კავშირში აფხაზეთის სავარაუდო გაწევრიანებით მოსკოვი იმავდროულად ზეწოლას ახდენს საქართველოზე: შენ თუ არ შემოხვალ, იცოდე, აფხაზეთს გავაწევრიანებო.
  როგორც ჩანს, რუსეთის პოლიტიკის ერთგავრი "ნოუ-ჰაუს" გამოხატულებაა, რომლის მიზანს პოსტსაბჭოური "კონფლიქტების მოგვარება" წარმოადგენს. იგივეს სთავაზობს მოსკოვი ერევანს და ბაქოს მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლად...
  თითქოსდა ფანტასტიკური იდეაა, ხომ? მაგრამ კრემლის წინაშე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების შიშს თუ გავითვალისწინებთ, ის სრულიად რეალურია. შესაბამისად, კავკასიური სახელმწიფოებში დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ერთგული ადამიანები შეშფოთებულები არიან პერსპექტივით, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა. შეშფოთებულნი არიან დასავლეთშიც, რასაც შვეიცარიელი ელჩის განცხადებაც მოწმობს. ამ საკითხზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომაც იმსჯელა, რომელსაც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ რუსეთი მარგველაშვილსა და ღარიბაშვილს შორის უთანხმოების ჩამოგდებას ცდილობდა, თითქმის ახლოს იყო მიზანთან, რომ სამთავრობო კრიზისი დაწყებულიყო, მაგრამ კრემლმა თავისი გეგმა ვერ განახორციელა. ამას მოწმობს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის განცხადებებიც კოორდინირებული მოქმედების თაობაზე. რას უპასუხებს სომხეთი რუსეთის მიერ შეთავაზებულ მსგავს  წინადადებას?

 

"ლრაგირი" (სომხეთი), 30 ოქტომბერი, 2014 წელი

 

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/39036