Iverioni
«    ნოემბერი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
ნოემბერი 2018 (9)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
30-10-2014, 14:05
ნანახია: 554

შეხვდება თუ არა პუტინი და მარგველაშვილი ერთმანეთს და რა შედეგით დასრულდება იგი?

ოლეგ გორბუნოვი, პოლიტოლოგი

(შემოკლებით)
  "საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ იგი მზადაა თავის რუს კოლეგას - ვლადიმერ პუტინს შეხვდეს, მაგრამ იმ პირობით, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა დააფიქსიროსო. რეალურად ეს ნიშნავს, რომ მოსკოვმა უნდა გააუქმოს 2008 წლის სექტემბრის ბრძანებულებები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარებაზე, ასევე უნდა დახუროს სოხუმსა და ცხინვალში მოქმედი საელჩოები და გაიყვანოს თავისი ბაზები. შექმნილი ფონი, ერთი შეხედვით, ხელს არ უწყობს შეხვედრას, მაგრამ რუსეთმა მაინც თანხმობა განაცხადა.
  ამჟამად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა აღმავალი ხაზით ვითარდება, მაგრამ საქმე ისაა, რომ "აბაშიძე-კარასინის ფორმატის" კონტაქტები მხოლოდ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროს ეხება, პოლიტიკური ურთიერთობა კვლავ გაყინულია.
  პოლიტიკურ დამოკიდებულების ხელშემშლელ ფაქტორებს ბოლო ხანებში კიდევ ერთი დაემატა - რუსეთის მცდელობა აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ღრმა ინტეგრირების მიზნით. მართალია, ამ მცდელობას ხელშეკრულების სახე აქვს მიცემული, მაგრამ აშკარაა, რომ ასეთი დონის სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო ინტეგრაცია მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთი რუსეთის რეგიონად გადაიქცევა.
  რასაკვირველია, თბილისს ეს ყველაფერი არ აწყობს, მაგრამ არაფრის გაკეთებაც რომ არ შეუძლია? საერთაშორისო არენაზე საკითხის გატანასაც სასურველი შედეგი არ მოაქვს, რადგანაც ახლა რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში შედარებითი "დათბობა" შეინიშნება და ამ ფონზე რუსეთის ზედმეტი გაღიზიანება არც ამერიკას და არც ევროკავშირს არ უნდა. გარდა ამისა, უკვე ცნობილია, რომ არც თბილისი და არც რუსეთის აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხში უკან არ დაიხევენ. პრობლემას კონფედერაციული მოდელიც ვერ უშველის. საბოლოო ჯამში ისევ ჩიხურ სიტუაციას ვღებულობთ.
  მაშ, რა მიზანი აქვს ასეთ პირობებში მარგველაშვილ-პუტინის სავარაუდო შეხვედრას?
  აშკარაა, რომ თუ მხარეთა პირდაპირი კონტაქტი შედგება, საუბარი ძირითადად ისევ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იქნება, თუმცა ვინ იცის...
რუსეთ-იაპონიის ურთიერთობებს თუ გავითვალისწინებთ (მოსკოვსა და ტოკიოს ერთმანეთთან ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ), გამორიცხული არაფერი არ არის. აქედან გამომდინარე, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და უმაღლესი დონის კონტაქტები  გარდაუვალია, თუმცა შენარჩუნდება სადაო პრობლემები არასასიამოვნო აგრესიული რიტორიკის თანხლებით. რას ვიზამთ, ასეთია კონიუნქტურისადმი გადახდილი ხარკი.

 

"პოლიტკომი" (რუსეთი), 30 ოქტომბერი, 2014 წელი

http://www.politcom.ru/18239.html