ლაშა ტუღუში: პრეზიდენტი რთული დილემის წინაშე დგას!

ლაშა ტუღუში: პრეზიდენტი  რთული დილემის წინაშე დგას!

  პრეზიდენტი რთული არჩევანის წინაშე დგას და მას უწევს გადაწყვეტილების მიღება ცუდს და ნაკლებად ცუდს შორის. ამის შესახებ ტუღუშმა პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადება-არ დადების შესახებ მისაღებ გადაწყვეტილებაზე განაცხადა.

  "არის ძალიან ხისტი პოზიცია და ჩვენ ვერ გავურბივართ გადაწყვეტილებებს. პრეზიდენტისთვისაც ძალინ რთული დილემაა, ფაქტიურად დააყენეს იმ არჩევანის წინაშე, როცა ცუდი უნდა გააკეთოს ან ნაკლებად ცუდი",-განაცხადა ტუღუშმა.

  ამასთან, ტუღუში მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებისთვის დაწესებული ვადა გონივრული არ არის.

  "ეს არის ძალიან დიდი ვადა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მოაჭრეს სიმბოლურად, იმისათვის რომ ეთქვათ რაღაც, თუმცა ეს ვადა გონივრული ნამდვილად არ არის",-განაცხადა ტუღუშმა. 

  შეგახსენებთ, დეპუტატებმა ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციაზე ე.წ. პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის საკითხი გადაავადეს. საკითხის მოსაწესრიგებლად ხელისუფლებას ვადა თებერვლის ბოლომდე აქვს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: