Iverioni
«    სექტემბერი 2022    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
სექტემბერი 2022 (4)
ივლისი 2022 (1)
ივნისი 2022 (4)
მაისი 2022 (3)
აპრილი 2022 (3)
მარტი 2022 (2)
31-10-2014, 12:31
ნანახია: 10972

თარხან ბათირაშვილმა ცოლად ჩეჩენი მინისტრის ქალიშვილი მოიყვანა

გასულ წელს ჩეჩნეთის ერთ-ერთი მინისტრის ასუ დუდურკაევის ქალიშვილი სედა სირიაში წავიდა იქ მიმდინარე სამოქალაქო ომში ისლამისტების მხარეზე საბრძოლველად.
როგორც თურქული გაზეთი „აქსამი“ იუწყება, ბედის განმგების სურვილით სედა დუდურკაევა ცოლად გაჰყვა აბუ-ომარ ალ-შიშანის (იგივე თარხან ბათირაშვილის) „მარჯვენა ხელს“ - შაჰიდ ჰამზათს, თავის ბავშვობის მეგობარს. სედა და ჰამზათი ერთად იზრდებოდნენ.
როგორც კი ეს ამბავი გაიგო, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სედას მამა სამსახურიდან გაათავისუფლა და გამოაცხადა, რომ სედას უკან დაბრუნება ჩეჩნეთის ღირსების საქმეაო.
ჩეჩნეთის ოფიციალური პირები დაუკავშირდნენ ჰამზათის დედას - ლეილა აჩიშვილს, რომელიც შვილის სანახავად სირიაში წასასვლელად ემზადებოდა და მას სთხოვეს, რომ უკან დაბრუნებისას სედაც თან წამოეყვანა. ლეილა აჩიშვილი მართლაც ჩავიდა სირიაში, ინახულა თავისი ვაჟის ოჯახი და უკან დაბრუნებისას აღნიშნა, რომ  ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ეკონომიურად ძალიან უჭირთ, მაგრამ ერთმანეთი ძალიან უყვართო. სედამ ჩეჩნეთში დაბრუნებაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ სირიაში თავს თავისუფლად გრძნობს და განზრახული აქვს იქ მოკვდეს.
ლეილა აჩიშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ოთხ დღესაც არ გაუვლია, რომ გავრცელდა ცნობა ჰამზათის დაღუპვის თაობაზე. იმასაც ამბობდნენ, რომ სწორედ ალ-შიშანმა მოაკვლევინაო ჰამზათი, მერე კი სედა თვითონ შეირთო ცოლად!..

„ვესტი“ (აზერბაიჯანი), 30 ოქტომბერი, 2014 წელი
http://vesti.az/news/223864
http://www.aksam.com.tr/dunya/isid-komutani-ile-ilgili-sok-iddia-esini-oldurup/haber-349923