ახალაია პროკურატურაში გამოცხადდა!

ახალაია პროკურატურაში გამოცხადდა!

ახალაია პროკურატურის შენობაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა, მანამდე კი მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მზად არის პასუხი გასცეს ყველა დასმულ შეკითხვას და მას შემდეგ, რაც დაიბარეს, პროკურატურაში გამოცხადდა.


ბაჩო ახალაია მთავარ პროკურატურაში ადვოკატის გარეშე მივიდა.


საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით.


შეგახსენებთ, რომ დღეს 20:30 საათზე, ბაჩანა ახალაია მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: