Iverioni
«    მაი 2018    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
მაისი 2018 (6)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
31-10-2014, 15:34
ნანახია: 2849

ელენე ხოშტარია: საუბარი მხოლოდ ხელშეკრულების ჩაშლას არ ეხება!

  "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" საბჭოს თავმჯდომარის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ქართული მხარის მთავარი მიზანი რუსულ-აფაზური "ერთიანი ჯარის" შესახებ დოკუმენტის ჩაშლა არ უნდა იყოს.

 

  მისი თქმით, საქმე უფრო გრძელვადიან რაღაცას ეხება, კერძოდ კი საუბარია ოსეთტან ანალოგიური დოკუმენტის გაფორმებასთან, ან რეფერენდუმის ჩატარებასთან.

"არ არის მხოლოდ იმაზე საუბარი, რომ ეს ხელშეკრულება ჩაიშალოს. ბევრად უფრო გრძელვადიან რაღაცასთან გვაქვს საქმე, საუბარია იგივე ოსეთთან ანალოგიური დოკუმენტის გაფორმებასთან, ან რეფერენდუმის ჩატარებასთან ოსეთის მხრიდან. ის ცვლილებები, რაც შევიდა ახლა აფხაზურ ვარიანტში, ჩვენთვის საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, თუ როგორი მტკივნეული პროცესია თვითონ აფაზურ საზოგადოებაში და ესეც ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გამოვიყნოთ ჩვენს საერთაშორისო სტრატეგიაში", - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, რუსეთმა აფხაზეთს "ერთიანი ჯარის" შექმნა შესთავაზა. კანონპროექტი, რომელიც აფხაზეთის "პარლამენტში" შევიდა, ითვალისწინებს რუსულ-აფხაზური საჯარისო ნაწილების და მართი მართვის ორგანოების შექმნას.