Iverioni
«    ივნისი 2023    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
მაისი 2023 (4)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
31-10-2014, 15:58
ნანახია: 1457

გიორგი ახვლედიანი: ხელისუფლებას  ვეტოს დაძლევის მექანიზმები გააჩნია!

  "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს,  რომ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადების გადაწყვეტილება ლოგიკური იყო.

 

 მისი თქმით, ხელისუფლებას ვეტოს დაძლევა არ გაუჭირდება, მათ ამის მექანიზმები აქვთ.

 

  "მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს შინაარსობრივად არაფერს ცვლის, რადგან ვეტოს დაძლევის მექანიზები ხელისუფლებას აქვს და არა მგონია, ამ ვეტოს დაძლევა გაუჭირდეთ.  "ქართულ ოცნებაშიც" არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ასეთ ინიციატივას მხარი არ უნდა დაუჭირონ, თუმცა, ასეთები ძალიან ცოტა არიან, მაგრამ მათი ფაქტორი რამდენიმე დღით მაინც შეაფერხებს პროცესს.

  საბოლოო ჯამში,  პრობლემა პრობლემად რჩება - ხელისუფლება ძალიან არაადეკვატურია იმ პრობლემებთან მიმართებაში, რომლების წინააღმდეგაც იბრძოდა ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

  ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო.