Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (10)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
31-10-2014, 18:58
ნანახია: 804

ვახტანგ ხმალაძე:პრეზიდენტის შენიშვნები უნდა გავიზიაროთ!

  იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე დეპუტატებს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნების მხარდაჭერას ურჩევს.

 

 ხმალაძის განცხადებით ერთ თვეში ყველაფრის დასრულება ძალიან რთულია, მაგრამ სხვა შესაძლებლობა არ არის.

 
  "ძალიან რთულად მიმაჩნია ერთ თვეში ყველაფრის დასრულება. მოგეხსენებათ, რომ ნოემბრის მეოთხე კვირაა პლენარული სხდომების კვირა, რაც ნიშნავს, რომ წინა კვირის ხუთშაბათს უკვე უნდა იყოს ინიცირებული კანონპროექტი. ეს დრო გვაქვს ჩვენ - ე.ი. ნოემბრის მესამე კვირის ხუთშაბამდე უნდა დაიდოს მაგიდაზე კანონპროექტი. ეს არის ძალიან რთული ამოცანა, მაგრამ ამ წუთას მე სხვა შესაძლებლობას ვერ ვხედავ გარდა იმისა, რომ გავიზიაროთ პრეზიდენტის შენიშვნები, რადგან ალტერნატივა ასეთია - ან ვიზიარებთ პრეზიდენტის შენიშვნებს, ან არ ვეთანხმებით. თუ არ ვეთანხმებით  - ან ვეტო უნდა დაიძლიოს, ან საერთოდ უნდა ჩავარდეს ამის მიღება. ეს ყოველივე გამოიწვევს იმას, რომ კანონის დროებითი ნორმები გაუქმდება და შეიქნება გარკვეული, რბილად თუ ვთქვათ, საკანონმდებლო ვაკუუმი. ამიტომ მე მინდა შემოგთავაზოთ, რომ მხარი დაუჭიროთ პრეზიდენტის შენიშვნებს", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.