ირაკლი ღარიბაშვილი: აფხაზები ჩვენთან ერთად უნდა განვითარდნენ!

ირაკლი ღარიბაშვილი: აფხაზები ჩვენთან ერთად უნდა განვითარდნენ!

   ჩემს მიერ გაკეთებულ შეთავაზებაში ძირითადად აქცენტი ნდობისა და ნდობის აღდგენაზე იყო გაკთებული.  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა"რეაქციაში."

 

  პრემიერის თქმით მათ აქვთ ერთადერთი შანსი, განვითარდნენ ჩვენთან ერთად.


   "აფხაზეთში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეწუხებული ვარ. ჩემი შეთავაზება ჩვენმა მეგობრებმა და ოპონენტებმა არასწორად გაიგეს. მე ძირითადი აქცენტი ნდობასა და ნდობის აღდგენაზე გავაკეთე. აქცენტი გავაკეთე აფხაზეთის - ჩვენი სატკივარის მომავალზე, ჩვენს ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დღემდე მოგვიტანეს და დღეს სამწუხაროდ, ოკუპირებულია. აქცენტი გავაკეთე იმაზე, რომ აფხაზი ეთნოსის გადარჩენა ჩვენთვის, პირადად ჩემთვის მთავარი ამოცანაა. ჩვენ მათზე განვიცდით და ამას ვამბობ გულწრფელად, ყოველგვარი პოლიტიკური განცხადებების გარეშე. მათი პერსპექტივა ეს არის ქართული, ევროპული პერსპექტივა. მჯერა, რომ მათ აქვთ ერთადერთი შანსი, რომ განვითარდნენ ჩვენთან ერთად, რადგან ეს არის ბუნებრივი მოცემულობა, ეს არის კანონზომიერება, რომელიც 25 წლის წინ დაირღვა, მაგრამ ეს უნდა აღდგეს. ამაზე ვისაუბრე, როდესაც ავტონომია ვახსენე, რომ ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ფართო ავტონომია, ვისაუბროთ, ოღონდ საქართველოს შემადგენლობაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: