გიორგი სამუშია: მოვითხოვთ, გაუქმდეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა!

გიორგი სამუშია: მოვითხოვთ, გაუქმდეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა!

  თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატებმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

  ადვოკატმა გიორგი სამუშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი აღმკვეთი ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვენ.

  "ჩვენ მოვითხოვთ, გაუქმდეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა და ალტერნატიული სახით გამოყენებული იყოს გირაო 10 000 ლარის ოდენობით. როგორც ცნობილია, დაკავებულ პირებს თითქმის მთელი სამინისტრო თავდებში უდგება, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ უწყებას აბარია ქვეყნის უსაფრთხოება, აბარია 5 მილიონი ადამიანის ბედი, სასამართლომ, ჩვენდა გასაკვირად, არ ანდო 5 ადამიანი", - განაცხადა სამუშიამ.

 



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: